1. 
ტონუსი – (ლათ. tonus<ბერძნ. tonos  -  დაძაბვა, დაჭიმვა) (ფიზიოლ.), ნერვული ცენტრებისა და კუნთების ხანგრძლივი აგზნება, რომელსაც არ ახლავს დაღლა. ნერვული ცენტრების ასეთი აგზნებისას სათანადო ეფერენტული ნერვებით მისული იმპულსები ჩონჩხის კუნთს ანიჭებენ ტონუსს, რომელიც სხეულს უნარჩუნებს გარკვეულ პოზასა და მდებარეობას სივრცეში. >>>